Wednesday, December 15, 2010

პროექტის სახელი:  თამბაქო და მისი მავნე ზემოქმედება.


პროექტის მოკლე აღწერა:  მოსწავლეები გაეცნობიან თამბაქოს წარმოშობის ისტორიას და მის მავნე ზემოქმედებას.


პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და იწყებენ თემაზე მუშაობას. ისინი მოიპოვებენ ინფორმაციას თემის ირგვლივ, განიხილავენ პრობლემებს და მოაწყობენ პრეზენტაციას.


მონაწილწთა ასაკი:  14-15 წელი. მე-9 –კლასი.

ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა.


პროექტის შესაძლო აქტივობები:  ინტერნეტის საშუალებით ფოტო და ვიდეო მასალის მოპოვება. Pრეზენტაციის ჩატარება.


mოსალოდნელი შედეგები:   მოსწავლეები გაათვითცნობიერებენ , თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს თამბაქოს მიღებას.


სამუშაო ენა:  ქართული


პროექტის ფასილიტატორის სახელი/ელფოსტა:  ნანა ლაცუზბაია/nlacuzba@gmail.com

პროექტის ვებ გვერდი: nlacuzba.blogspot.com



  თამბაქო და მისი მავნe 
    







ზემოქმედება



თამბაქო მცენარეული კულტურაა. იგი მიეკუთვნება ძაღლყურძენისებრთა ოჯახს. ხასიათდება კოლოფისებური ნაყოფით და იზრდება სუბტროპიკულ ზონაში.

თამბაქოს სამშობლოა სამხრეთ აფრიკა. პირველად თამბაქო ევროპელებისთვის ცნობილი გახდა მე-15 საუკუნის 90-იან წლებში. ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციის წევრები, სამხრეთ ამერიკის პროვინცია “ ტაბაგო”-ში დაესწრნენ უჩვეულო რელიგიურ რიტუალს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი თამბაქოს წევა იყო. თამბაქოს სახელიც სწორედ ამ პროვინციის დასახელებიდან მოდის. ქსპედიციის მეზღვაურებმა ცნობისმოყვარეობის გამო ჯერ თვითონ გასინჯეს თამბაქო დაშემდეგ ევროპაშიც შემოიტანეს. საქართველოში თამბაქო მე-17 საუკუნეში გამოჩნდა.

1560 წელს ფრანგმა ექიმმა ჯან ნიკომ თამბაქოს შემადგენლობაში აღმოაჩინა მომწამლავი ნივთიერება, რომელსაც მის პატივსაცემად ნიკოტინი ეწოდა.

ნიკოტინის და თამბაქოს სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე და იწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზულ გაუარესებას. თამბაქო უპირველეს ყოვლისა აზიანებს ნერვულ სისტემას.

თამბაქო ძლიერ აზიანებს სასუნთქ გზებს, უარყოფითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, გრძნობათა ორგანოებზე, ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაზე და სხვა…….. თამბაქოს ზემოქმედება გულ-სისხლძარGღვთა სისტემაზე გამოიხატება ნიკოტინის მიერ სისხლძარღვების შემავიწროებელი ეფექტით – სპაზმით, რის შედეგადაც ვითარდება გულის სხვადასხვა დაავადება, მათ შორის ინფარქტი.



დაიმახსოვრეთ!!!

1. ერთი ღერი სიგარეტი შეიცავს 0,3 მგ-მდე ნიკოტინს და 8-35-მდე ფისს.

2. თუ ადამიანი დღეში ეწევა ერთ ღერ სიგარეტს, წლის განმავლობაში მის ფილტვებში ილექება 1ლ ფისი.

3. თამბაქოს კვამლში შემავალი კანცეროგენი ხელს უწყობს სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების გაჩენას.

4. ფიზიკური ვარჯიში და თამბაქო ერთმანეთთან შეუთავსებელია, რის გამოც მწეველის ფიზიკური ჯანმრთელობა გაცილებით ნაკლებია არამწეველის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

5. თამბაქოს მოხმარება ადვილად იწვევს მიჩვევას.

6. თამბაქო საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

7. პასიური მწეველის ჯანმრთელობა ისეთივე საფრთხის ქვეშაა, როგორც აქტიურის.

8. თამბაქოს მოხმარება აფერხებს მოზარდის სწორ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.

 9. მწეველი ღრმად დამოკიდებული ხდება თამბაქოზე და მისი თავისუფლება იზGღუდებa




გაუფრთხილდით თქვენს

ჯანმრთელობას!!!

    










                

No comments:

Post a Comment