Saturday, November 27, 2010

შემოდგომა–ფოთოლცვენა

პროექტის სახელი_შემოდგომა – ფოთოლცვენა

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ჩაწვდნენ ფოთოლცვენის არსს.

მონაწილეთა ასაკი: 12–13 წელი





მცენარეებს უდიდესი როლი აკისრიათ ბუნებაში. ისინი კვებით ჯაჭვში პროდუცენტების როლს ასრულებენ. ფოტოსინთეზის დროს მათ მწვანე ნაწილებში არაორგანული ნივთიერებებიდან სინთეზდება ორგანული ნივთიერებები, რომლითაც იკვებებიან სხვა ცოცხალი ორგანოზმები. ფოტოსინთეზის დროს მცენარეები შთანთქავენ დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ.შემოდგომა წელიწადის ულამაზესი დროა. ფოთლები სხვადასხვაფრადაა შეფერილი მათ წითელ, ყვითელ და ნარინჯისფერ შეფერილობას განაპირობებს ქლოროპლასტების ქრომოპლასტებად გარდაქმნა.შემოდგომაზე ფოთოლცვენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარეებისათვის. ცოცხალი ორგანიზმების უმეტესობისაგან განსხვავებით მცენარეებს გამომყოფი ორგანოები არ გააჩნიათ.ცხოვლქმედების შედეგად დაგროვილი მავნე ნივთიერებები ფოთლებში გროვდება და შემოდგომაზე ფოთოლცვენის დროს მცენარეები თავისუფლდებიან მათგან. ჩამოყრილ ფოთლებს ბაქტერიები შლიან არაორგანულ ნივთიერებებამდე, რომლებიც ისევ უბრუნდება ნიადაგს და ამდიდრებს მას.

No comments:

Post a Comment